რუსულმა ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ პოპასნაიაში საევაკუაციო ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს
ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ პოპასნაიაში საევაკუაციო ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს.
ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
როგორც გაიდაი აღნიშნავს, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა და მგზავრები ახლა უსაფრთხოდ იმყოფებიან.
„ეს ევაკუაცია განსაკუთრებული და უკიდურესად საშიში იყო, 22 მგზავრი იმყოფებოდა. 25 წლის ბიჭი ზურგისა და ფეხის არეში დაშავდა, ასევე პარალიზებული მოხუცი ქალი“, – განაცხადა გაიდაიმ.