ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში ტრავმატოლოგიური საავადმყოფო დაბომბეს
რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში “ურაგანის” ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით რეგიონული ტრავმატოლოგიური საავადმყოფო დაბომბეს, – ამის შესახებ ინფორმაცია დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პაველ კირილენკომ გაავრცელა.
მისივე თქმით, ხანძარი მაშველებმა ჩააქრეს და ასაფეთქებელი ობიექტები გამნაღმველებმა გაანეიტრალეს.
“ჭურვების პირდაპირმა დაცემამ ხანძარი და ნგრევა გამოიწვია როგორც საავადმყოფოში, ასევე – მიმდებარე საცხოვრებელ კორპუსებში. ჩვენ გულდასმით ვაფიქსირებთ დამპყრობელთა დანაშაულებს. რუსები და მათი სახელმწიფო, რომელმაც ნგრევა და სიკვდილი მოუტანა ჩვენს მიწას, ყველაფერს გადაიხდის!”, – აღნიშნა კირილენკომ.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge