უკრაინის ომბუდსმენი: ოკუპანტებმა დედა და 15 წლის შვილი ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ კი მოკლეს
უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ერთ-ერთი უკრაინული ოჯახის ტრაგედიაა გადმოცემული.
დენისოვას თქმით, უკრაინელი სამხედროების მიერ გათავისუფლებული ტერიტორიებიდან ევაკუირებული მოქალაქეები რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილ საზარელ ისტორიებს ჰყვებიან.
”ყოველდღიურად ჩნდება ახალი მტკიცებულებები გათავისუფლებული ტერიტორიებიდან ევაკუირებული მოქალაქეების მიერ მონათხრობი, საშინელი სექსუალური დანაშაულების შესახებ.
კონფიდენციალური ფსიქოლოგიური დახმარების კომისიის სპეციალურ სატელეფონო ხაზს 17 წლის გოგონამ და მისმა ბებიამ მიმართეს,
რომლის თანახმადაც, ირპენში სამმა ოკუპანტმა გოგონას დედა და 15 წლის უმცროსი და მის თვალწინ გააუპატიურა. განსაკუთრებული სისასტიკით სცემდნენ და აუპატიურებდნენ, ამჟამად ორივე მკვდარია. ფსიქოლოგიურ შოკში მყოფი გოგონა სახლში ცხედრებთან ერთად 4 დღე ცხოვრობდა. ქალაქის განთავისუფლების შემდეგ მან შეძლო ბებიასთან მისვლა.
მისი თქმით, სანამ მის ახლობლებს კლავდნენ, მას აკავებდნენ და არ ეკარებოდნენ, ეუბნებოდნენ, რომ ის მახინჯი იყო და მას უნდა ეცხოვრა და შემდეგ ეს ამბები მოეყოლა ყველასთვის, ახლა ჩვენი ფსიქოლოგები მუშაობენ მასთან.
1-ელი აპრილიდან UNICEF-ის მხარდაჭერით კომისრის სპეციალური სატელეფონო ხაზისთვის განაცხადი 400-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა.
მიმართვების უმეტესობა დაკავშირებულია რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ სექსუალურ დანაშაულებთან, მათი რიცხვი დღითი დღე იზრდება“, – წერს დენისოვა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge