შარლ მიშელი პუტინს დაუკავშირდა და მარიუპოლიდან ჰუმანიტარული დერეფნის გახსნისკენ მოუწოდა

ევროპის საბჭოს ხელმძღვანელმა, შარლ მიშელმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა და მარიუპოლიდან ჰუმანიტარული დერეფნის გახსნისკენ მოუწოდა.

ამის შესახებ მიშელმა სოციალურ ქსელში დაწერა.

“პრეზიდენტ პუტინთან მქონდა საუბარი. დაჟინებით მოვუწოდებდი მარიუპოლსა და სხვა ქალაქებში სასწრაფოდ ჰუმანიტარული დერეფნის გახსნისკენ, განსაკუთრებით, აღდგომის წინა დღეს”, – დაწერა მიშელმა.

ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა ასევე თქვა, რომ კრემლის ხელმძღვანელთან საუბარში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი უკრაინის მხარდაჭერის, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციათა პოლიტიკის, ასევე, რუსული აგრესიის დაგმობის პოზიციას ინარჩუნებს.

„ჩვენი ერთიანობა, პრინციპები და ღირებულებები ურყევია“, – დაწერა შარლ მიშელმა.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები