“შოიგუს, სავარაუდოდ, რუსული ტრიბუნალი ელოდება” – უკრაინის დაზვერვა

რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს, რომელიც უკრაინის საკითხის ძალისმიერი მეთოდით გადაწყვეტის მომხრე იყო, წარუმატებელი ომისთვის, სავარაუდოდ, ტრიბუნალი ელოდება.

ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა, ვადიმ სკიბიცკიმ ტელემარათონის დროს თქვა.

„ფაქტობრივად, უკრაინასთან დაკავშირებით საკითხის ძალისმიერი გადაწყვეტის ერთ-ერთი ინიციატორი ის იყო, წარმატება არ აქვთ და არ გამოვრიცხავთ, რომ მომავალში მას რუსეთში ტრიბუნალი ელოდებოდეს“, – განაცხადა სკიბიცკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები