ბრიტანეთი კიევში საელჩოს მომდევნო კვირას გახსნის

დიდი ბრიტანეთი კიევში თავის საელჩოს მომდევნო კვირას გახსნის, – განაცხადა ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა.

განცხადება მან ნიუ-დელიში პრესკონფერენციაზე გააკეთა, სადაც ვიზიტით იმყოფება.

„შემიძლია, განვაცხადო, რომ ჩვენ უახლოეს დროში, მომდევნო კვირას კიევში ჩვენს საელჩოს კვლავ გავხსნით”, – თქვა მან.

ლონდონმა საელჩო კიევიდან ლვოვში თებერვალში გადაიტანა.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები