კრივში ევროპის ჩემპიონის ტიტული ორმა ქართველმა მოიპოვა
ქართული კრივის ისტორიაში პირველად, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ორმა ქართველმა სპორტსმენმა ოქროს მედალი მოიპოვა.
51 კგ წონით კატეგორიაში გორ აივაზიანი და 63,5 კგ წონით კატეგორიაში დემურ ქაჯაია ევროპის ჩემპიონები გახდნენ.
ფინალში გორ აივაზიანმა ალბანელი არიოლ ზენელი დაამარცხა, ხოლო დემურ ქაჯაიამ ფინალში მოლდოველ იანუს კარავანს სძლია.