აშშ-ის სენატორთა და კონგრესმენთა დელეგაცია ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდება

საქართველოში ვიზიტით მყოფი სენატორები და კონგრესმენები ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდებიან.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა განაცხადეს, საუბარი შეეხება უსაფრთხოების გამოწვევებს, რომელთა წინაშეც საქართველო ახლა დგას.

შეხვედრა „თბილისი მარიოტში“ მიმდინარეობს და მასში გიორგი ვაშაძე, გიგა ბოკერია, ზურა-გირჩი ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია, ნათია მეზვრიშვილი, თინა ბოკუჩავა და სალომე სამადაშვილი მონაწილეობენ.

ცნობისთვის, აშშ-ის სენატორთა და კონგრესმენთა დელეგაცია საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. დელეგაციას ქვეყნის საგარეო ოპერაციების ასიგნებების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი კრის კუნსი ხელმძღვანელობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები