გია ვოლსკი: მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტია „ქართულმა ოცნებამ” შექმნა
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი “ქართული ოცნების” დაფუძნების 10 წლის იუბილეს გამოეხმაურა.
“მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტია, რომელიც „ქართულმა ოცნებამ შექმნა – ეს ის თემებია, რომლითაც, ვფიქრობ, „ქართული ოცნება“ 10 წლის თავზე საზოგადოების წინაშე წარდგა და საკმაოდ პოზიტიური მიღწევებითაც”, – აღნიშნა ვოლსკიმ.