გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიციური სპექტრის გადახარისხების პროცესი დაწყებულია – ამას ხვდება „ნაცმოძრაობაც“ და არათანმიმდევრულ ნაბიჯებს დგამენ
2024 წლისთვის, რასაც ვამბობდით, რომ გადახარისხდება ოპოზიციური სპექტრი საქართველოში, ეს პროცესი დაწყებულია. ამას ხვდებიან „ნაცმოძრაობის“ ლიდერები, აქედან გამომდინარე, უკვე არათანმიმდევრულ ნაბიჯებს დგამენ და არასერიოზულ განცხადებებს აკეთებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, “ნაცმოძრაობის” განცხადებები მათი მომხრეებისთვისაც კი გაურკვეველია.
“რადიკალურ ოპოზიციას, პრაქტიკულად, რესურსი ამოეწურა, განსაკუთრებით – ეს ეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, რომლის ფაქტობრივი თუ ფორმალური თავმჯდომარე დღესდღეობით გაურკვეველია. ყველამ კარგად იცის, „ნაცმოძრაობაში“ არის, სულ მცირე, ორი მიმართულება, ამ ფონზე, როგორც ჩანს, საუბარი და სურვილი აქვთ, რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს „ნაცმოძრაობაში“ თავმჯდომარესთან დაკავშირებით. ეს ნამდვილად კარგი იქნებოდა ამ პარტიისთვის და ზოგადად ოპოზიციისთვის. 2024 წლისთვის, რასაც ვამბობდით, რომ გადახარისხდება ოპოზიციური სპექტრი საქართველოში, ეს პროცესი დაწყებულია. ამას ხვდებიან „ნაცმოძრაობის“ ლიდერები, აქედან გამომდინარე, უკვე არათანმიმდევრულ ნაბიჯებს დგამენ და არასერიოზულ განცხადებებს აკეთებენ. „ნაცმოძრაობის“ განცხადებები აღარ აინტერესებს მათ მომხრეებსაც კი“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.