სოზარ სუბარი: “ქართული ოცნებისთვის” სამშობლო, საქართველო ყველაფერზე, ყველანაირ ამბიციაზე მაღლაა

ადამიანი და სამშობლო – ეს ორი რამაა, რაც „ქართული ოცნების“ საფუძველში მისმა დამფუძნებელმა ჩადო, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და რასაც ემსახურება დღემდე ეს პარტია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

სუბარმა “ქართული ოცნების” დაფუძნებიდან 10 წელის იუბილესთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ, მიუხედავად ბევრი შეცდომისა, პარტიის მთავარი ღერძი, მთავარი ღირებულებები უცვლელია.

“ორ რამეს გამოვყოფ. პირველი, ეს არის ადამიანის ღირსება და ადამიანი, რომელიც პოლიტიკური დღის წესრიგის ცენტრში დადგა. დღეს მთავარი არის სწორედ ადამიანის ღირსება და უფლებები. და მეორე, სამშობლოს მსახურება. სამშობლო, საქართველო, ყველაფერზე მაღლაა, ყველანაირ ამბიციაზე მაღლაა. სწორედ ეს ორი რამ არის, რაც ქართული ოცნების საფუძველში ჩადო მისმა დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და რასაც დღემდე ემსახურება ეს პარტია. მიუხედავად ბევრი შეცდომისა, მთავარი ღერძი და ღირებულებები უცვლელია”, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები