ირაკლი ზარქუა: სწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ მოგვცა შედეგი, რომელსაც აღიარებს სავალუტო ფონდიც

სწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ მოგვცა შედეგი, რომელსაც აღიარებს სავალუტო ფონდიც, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2021-2027 წლების წინასწარი შეფასებასა და პროგნოზებს.

„ჩასაფრებულმა ოპოზიციამ ამას “ციფრებით ჟონგლირება” რომ არ უწოდოს, ეს აისახა სოცდაუცველთა დახმარებაზეც. თქვენ იცით, რომ, პრემიერმინისტრის ინიციატივით, არასრულწლოვანი სოცდაუცველების ფულადი დახმარება უკვე 150 ლარს შეადგენს, იზრდება დახმარება სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ასე რომ, დღეს შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ მოგვცა შედეგი, რომელსაც აღიარებს სავალუტო ფონდიც“, – აცხადებს ზარქუა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2021-2027 წლების წინასწარი შეფასება და პროგნოზები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, 2021-2027 წლებში 193 სახელმწიფოს შორის საქართველოს მშპ ერთ სულ მოსახლეზე აშშ დოლარში ზრდის ტემპის მიხედვით მსოფლიოში მესამე ადგილზეა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები