პოლონეთის პრემიერი – უკრაინული ჯარები ევროპის უსაფრთხოებისთვის იბრძვიან
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავიეცკის განცხადებით, პოლონეთს არ შეუძლია მეზობლები მარტო დატოვოს და სხვა ქვეყნებს მოუწოდებს მხარი დაუჭირონ უკრაინის მებრძოლ სულს.
მისი თქმით, უკრაინული ჯარები ევროპის უსაფრთხოებისთვის იბრძვიან.
ამასთან, პოლონეთის პრემიერმა დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვში დევნილთა ახალი დროებითი საცხოვრებლის გახსნაზეც ისაუბრა.
„ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ამ საბრძოლო სულისკვეთებას ასევე ყველაზე სუსტებზე ზრუნვით. დღეს ჩვენ დავინახეთ ქალები და ბავშვები, რადგან კაცები ფრონტზე იბრძვიან თავისუფალი უკრაინისა და ასევე ჩვენი უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.