ჯანმო: უკრაინაში რუსეთის დაბომბვებს მედიცინის 73 მუშაკი შეეწირა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა, ორგანიზაციის სახელით, უკრაინაში ჯანდაცვის დაწესებულებებზე რუსი ოკუპანტების თავდასხმები დაგმო და რუსეთს შეჩერებისკენ მოუწოდა.

ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.

“დღემდე ჯანმო უკრაინის სამედიცინო დაწესებულებებზე147 თავდასხმას ადასტურებს, მათ შორის, დაიღუპა მედიცინის 73 მუშაკი, 53 დაშავდა. ომი გამოსავალი არ იქნება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ რუსეთს – დაასრულოს ომი”, – დაწერა გებრეისუსმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები