აბაშაში მამაკაცს ეძებენ
აბაშაში 42 წლის გიორგი კიკაბიძეს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი სახლიდან გუშინ დილით გავიდა, ბოლოს ის აბაშის ცენტრში ნახეს, საიდანაც მისი კვალი იკარგება.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება 143-ე მუხლით და მიმდინარეობს სამძებრო მოქმედებები.