სამხედრო დანაკარგები რუსეთ-უკრაინის ომში – განახლებული მონაცემები

უკრაინამ და რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 19 აპრილამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

პერსონალი – დაახლოებით 20 800 ადამიანი;
ტანკი – 802 ერთეული;
ჯავშანტექნიკა / APV – 2 063 ერთეული;
საარტილერიო სისტემა – 386 ერთეული;
MLRS – 132 ერთეული;
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 67 ერთეული;
თვითმფრინავი – 169 ერთეული;
ვერტმფრენი – 150 ერთეული;
საავტომობილო მანქანა – 1 495 ერთეული;
გემი/ნავი – 8 ერთეული;
საწვავის ავზი – 76 ერთეული;
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 158;
სპეციალური აღჭურვილობა – 27;
მობილური SRBM სისტემა – 4.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, 24 თებერვლიდან 19 აპრილამდე პერიოდში, სულ განადგურებულია უკრაინის:

139 თვითმფრინავი;
105 ვერტმფრენი;
483 უპილოტო საფრენი აპარატი;
2 337 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა;
250 საზენიტო სარაკეტო სისტემა;
254 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები;
1 009 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი;
2 196 სპეციალური სამხედრო მანქანა.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები