იაპონია უკრაინას ქიმიური იარაღისგან დასაცავ კოსტიუმებს გადასცემს

იაპონია უკრაინას ქიმიური იარაღისგან დასაცავად კოსტიუმებს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

“თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა, უკრაინის მთავრობას მიაწოდოს NBC კოსტიუმები, ნიღბები და დრონები. უკრაინელების ბრძოლა საკუთარი ქვეყნის დასაცავად ჯერ კიდევ გრძელდება, ამიტომ, იაპონიის თავდაცვის სამინისტრო გააგრძელებს მაქსიმალურ მხარდაჭერას”, – წერია ტვიტერზე გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები