ვოლსკი – მარგველაშვილზე: დაიარება ორი პრეზიდენტის სახელით უკრაინაში და აბსოლუტურად შეუსაბამო განცხადებებს აკეთებს
რამდენი ხანი გავიდა და მარგველაშვილმა დასკვნა ვერ გააკეთა, ვისთან აქვს საქმე, დაიარება ორი პრეზიდენტის სახელით უკრაინაში და არსებულ ვითარებასთან აბსოლუტურად შეუსაბამო განცხადებებს აკეთებს, – ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცესპიკერი, გიორგი ვოლსკი უკრაინაში გიორგი მარგველაშვილის და „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების ჩასვლას.
მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილი ჯერ კიდევ ვერ მიხვდა, რომ “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები “სისხლზე და ცრემლზე პარაზიტობენ”.
“ვერ მიხვდა, რომ სისხლსა და ცრემლზე პარაზიტობენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და ჩაეწერა ზუსტად იმ ჯგუფსა და პროცესში, რომელსაც სამარცხვინო საქციელი ჰქვია”, – განაცხადა ვოლსკიმ.