არჩილ თალაკვაძე: ზრუნვა ბავშვებზე, მათ კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე ჩვენი ქვეყნის მომავალს უკავშირდება

ზრუნვა ბავშვებზე, მათ კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე ჩვენი ქვეყნის მომავალს უკავშირდება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერის ახალი ინიციატივა სიღარიბეში მყოფ ბავშვიან ოჯახებს ეკონომიკურ სირთულეებთან გამკლავებაში დაეხმარება.

„პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილება პირველ რიგში სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ფინანსური დახმარების არსებითად გაზრდაზე – ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელია, რადგან სიღარიბე ყველაზე მეტ ზიანს ბავშვს აყენებს. 1 ივნისიდან, ყოველ ბავშვზე, ვინც სოციალურად დაუცველ ოჯახში ცხოვრობს, დახმარება 150 ლარი გახდება და ეს სოციალური ბენეფიტი 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება. სიღარიბეში მყოფ ბავშვიან ოჯახებს ეს ეკონომიკურ სირთულეებთან გამკლავებაში დაეხმარება. ზრუნვა ბავშვებზე, მათ კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე ჩვენი ქვეყნის მომავალს უკავშირდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, პირველი ივნისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 100 ლარის ნაცვლად, 150 ლარი გახდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები