ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა ახალი კანონპროექტი დააინიცირა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მოახდინა ახალი კანონპროექტის ინიცირება, რომელიც „დაზღვევის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, საკითხი კომიტეტის სხდომაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა  მოადგილემ, ლევან ქარუმიძემ წარადგინა.

მომხსენებლის ინფორმაციით, დაზღვევის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის აუცილებლობა  „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტიდან გამომდინარეობს, რომლის მიხედვით, კანონის მოთხოვნათა დაცვის აღსრულებას კონკრეტული სფეროს მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული  უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს.

მისივე თქმით, დაზღვევის სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ხორციელდება და შესაბამისად, საჭირო გახდა „დაზღვევის შესახებ” კანონის „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან შესაბამისობაში მოყვანა.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა კანონპროექტის ინიცირებას ერთხმად დაუჭირა მხარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები