ხარკოვში ოკუპანტებმა ფერიცვალების ტაძარი დაბომბეს

ხარკოვში ოკუპანტებმა ფერიცვალების ტაძარი დაბომბეს. ტაძარს თავს მშვიდობიანი მოქალაქეები აფარებდნენ – ამის შესახებ, ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშჩენკო ავრცელებს.

მისივე თქმით, დაზიანებულია ტაძრის ფასადი, ჩამსხვრეულია ფანჯრები – ასევე დაზიანდა საკვირაო სკოლა.
თავდასხმის დროს არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები