პუტინი: რუსეთში 1,5 თვეში ინფლაცია დაჩქარდა, უნდა დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ბოლო 1,5 თვეში ქვეყანაში ინფლაცია დაჩქარდა და 8 აპრილის მდგომარეობით 17,5%-ს მიაღწია.
ამის შესახებ მან მთავრობის ონლაინ შეხვედრაზე თქვა.
„ბოლო თვენახევარში სამომხმარებლო ფასები საგრძნობლად გაიზარდა – 9,4 პროცენტით, ხოლო წლიური თვალსაზრისით, 8 აპრილის მდგომარეობით, ინფლაცია 17,5 პროცენტი იყო. მთავრობიდან, ცენტრალური ბანკიდან კოლეგების ყურადღებას მივმართავ იქითკენ, რომ ამის შესახებ ყველაფერი კარგად ვიცით, ეს არის ძალიან მაღალი ნიშნული. ხალხი ამას ოჯახის ბიუჯეტზე გრძნობს, გრძნობს, როგორ გაიზარდა ფასები და ჩვენ უნდა დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს, დავეხმაროთ მათ ინფლაციური ტალღის გადალახვაში”, – განაცხადა პუტინმა.