არჩილ თალაკვაძე: საქართველო არ გახდება რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის არეალი და ეს ჩვენმა უკრაინელმა კოლეგებმაც იციან

“მინდა, გითხრათ ხაზგასმით, რომ საქართველო არ გახდება და ვერ გახდება სანქციების გვერდის ავლის არეალი და ამისთვის ხელისუფლება სათანადო ნაბიჯებს დგამს, ეს იციან უკრაინელმა კოლეგებმა. ეს ჩვენი უკრაინელი კოლეგებისთვისაც გასაგებია და ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციები, შეიძლება ითქვას, თანხვედრილია”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს ხელისუფლების მხრიდან უკრაინასთან მიმართებით სხვა აქტივობებიც მოჰყვება.

“ხელისუფლებებს შორის კომუნიკაცია ძალიან ინტენსიურია, მით უმეტეს, ომის ფონზე. ამ ვიზიტს კიდევ მოჰყვება სხვა აქტივობები ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს ურთიერთობებს და იმ კითხვებს მაქსიმალურად ამოწურავს, რაც შესაძლოა, წარსულში არსებობდა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები