ნიკოლოზ სამხარაძე – “ნაცმოძრაობაზე”: როდესაც სასოწარკვეთაში არიან, უტევენ ყველას და ყველაფერს

“როდესაც სასოწარკვეთაში არიან ჩავარდნილი, მერე უტევენ ყველას და ყველაფერს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ “ნაციონალურ მოძრაობაზე” და დავით საყვარელიძის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

მისი თქმით, მათი სამიზნე ახლა აშშ გახდა.

„ამ შემთხვევაში, ახლა მათი სამიზნე გახდა ამერიკის შეერთებული შტატები. ახალი ამბავი არ არის, პერიოდულად ხდება ხოლმე მათი მხრიდან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მისამართით როგორც ამერიკაში, ისე ევროპაში ვერბალური შეტევა და ეს არის მათი სასოწარკვეთილების მაჩვენებელი“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ცნობისთვის, უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ, დავით საყვარელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა: “შეერთებული შტატები არ ჩქარობს, ეს ომი დაამთავროს ორ კვირაში ან ერთ თვეში”.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები