კახა კალაძე: საქართველომ გადადგა კონკრეტული ნაბიჯები, რათა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოეხატა
“ყველანაირად გვერდით ვუდგავართ უკრაინას, უკრაინელ ხალხს და მინდა, მშვიდობა ვუსურვო მათ”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველომ უკრაინისთვის მხარდაჭერის გამოსახატად კონკრეტული ნაბიჯები გადადგა.
„საქართველომ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, გადადგა კონკრეტული ნაბიჯები, რომ უკრაინისთვის გამოეხატა მხარდაჭერა. შესაბამისად, ჩვენ არ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რამაც შეიძლება, დააზიანოს ჩვენი ქვეყანა და დააზიანოს ჩვენი ქვეყნის მცხოვრებლები. ყველანაირად გვერდით ვუდგავართ უკრაინას, უკრაინელ ხალხს და მინდა, მშვიდობა ვუსურვო მათ“, – განაცხადა კალაძემ.