გოგი მეშველიანი სოფელ დარბაზში ქართული ენის სწავლებას დაესწრო

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი, ბოლნისის კულტურის ცენტრის და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ორგანიზებულ, ქართული ენის შემსწავლელ კურსს დაესწრო სოფელ დარბაზში.

„მიუხედავად იმისა, რომ ბევრ აზერბაიჯანულ სკოლაში ისწავლება ქართული ენა, მაინც მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, ეს კურსები შეგვეთავაზებინა პირველ რიგში, ჩვენი ახალგაზრდებისათვის, იმდენად რამდენადაც ჯერ კიდევ გვაქვს კომუნიკაციის პრობლემა. მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო ენის შესწავლის იდეა და შინაარსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს ჰქონდეთ საშუალება, სრულად ინტეგრირდნენ და სრულყოფილად ჩაერთონ ჩვენი საერთო სამშობლოს აღმშენებლობის საქმეში“, – განაცხადა გოგი მეშველიანმა

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მარტიდან, სწორედ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატის გოგი მეშველიანის ინიციატივითა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ბოლნისის კულტურის ცენტრის ჩართულობით, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის ქართული ენის შემსწავლელი კურსები დაიწყო.

“16-30 წლის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელს აქვს შესაძლებლობა ისწავლოს სახელმწიფო ენა.

სწავლება ხორციელდება ნახიდურის, ტალავერის, ქვემო ბოლნისისა და დარბაზის ახალგაზრდულ სათემო ცენტრებში”, – აღნიშნულია ინფორმაციაში

გოგი მეშველიანის ინიციატივით, იმისთვის, რომ ახალგაზრდები კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მოხდა მუნიციპალური ახალგაზრდული პროგრამის შემუშავება, რის ფარგლებშიც შეიქმნა და სრული დატვირთვით ამუშავდა ახალგაზრდული სათემო ცენტრები სოფლებში: დარბაზი, ტალავერი, ნახიდური, ქვემო ბოლნისსა და დაბა კაზრეთში.

აღნიშნული ცენტრები მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის ჯანსაღი, აქტიური კომუნიკაციის საკითხში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები