“რუსებმა მარიუპოლიდან ყველა ექიმი გააძევეს, მსხვერპლი კიდევ გაიზრდება” – ქალაქის ადმინისტრაცია
მარიუპოლის მერის მრჩევლის, პეტრო ანდრიუშჩენკოს განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა ქალაქიდან ყველა ექიმი გააძევეს.
ამის შესახებ მან ტელეეთერში თქვა.
ანდრიუშჩენკოს თქმით, ქალაქში ამჟამად არც სამედიცინო დახმარების და არც რაიმე სახის პროფესიული კონსულტაციის მიღება არის შესაძლებელი.
„ყველა ექიმი, სამედიცინო პერსონალთან ერთად, დონეცკშია დეპორტირებული, ამიტომ ქალაქში არც ექიმები არიან და არც საავადმყოფოები, ფაქტობრივად, შეუძლებელია კონსულტაციის მიღება, რომ აღარაფერი ვთქვათ, ხარისხიან ან თუნდაც უხარისხო სამედიცინო მომსახურებაზე,” – თქვა მან.
მისი თქმით, ოკუპანტები რუსეთის მიმართულებით მოქალაქეების იძულებით გაყვანას აგრძელებენ.
ანდრიუშჩენკოს ამბობს, რომ ქალაქის პერიმეტრზე ფილტრაციის ბანაკებია მოწყობილი.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge