მარიუპოლში, დაახლოებით, 22 ათასი ადამიანია დაღუპული – ქალაქის ადმინისტრაცია

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე, მარიუპოლში, დაახლოებით, 22 ათასი ადამიანია დაღუპული.

ამის შესახებ ქალაქის მერის მრჩეველმა, პეტრო ანდრიუშჩენკომ ტელეეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ქალაქში ექიმები აღარ დარჩნენ, რაც ჰუმანიტარულ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.

„მარიუპოლის ირგვლივ ფილტრაციის ბანაკია, რომლებშიც ადამიანები არიან განთავსებულნი ქალაქიდან გაძევებამდე. ყველა ექიმი, სამედიცინო პერსონალთან ერთად, დონეცკშია დეპორტირებული”, – თქვა მან.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები