ოკუპანტებმა კრემინაში მშვიდობიანი მოქალაქეების მანქანას ესროლეს – დაიღუპა 4 პირი

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, ლუგანსკის ოლქის ქალაქ კრემინაში მშვიდობიანი მოქალაქეების მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. მსხვერპლისა და დაშავებულის შესახებ ინფორმაცია ლუგანსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურმა, სერგეი გაიდაიმ გაავრცელა.

დაშავებულთან ექიმების მისვლა ამ დრომდე ვერ ხერხდება, რადგან რუსი ოკუპანტები ქალაქზე იერიშს კვლავ აგრძელებენ.

“ქალაქ კრემინაში ოკუპანტებმა მშვიდობიანი მოქალაქეების მანქანას ესროლეს. 4 პირი დაიღუპა, 1 კი დაშავდა. ეს ადამიანები ქალაქის დატოვებას თავად ცდილობდნენ. არ სცადოთ ქალაქიდან წასვლა თქვენით, ეს ძალიან საშიშია”, – წერს გაიდაი.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები