“ჰეი, სულელო, რას ამბობ? მგონი, შიზოფრენია გაქვს” – კადიროვი ზელენსკის მიმართავს

ჩეჩნეთის ხელმძღვანელი, რამზან კადიროვი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც კიევი მზად არის, რუსეთს წინააღმდეგობა ათი წლის განმავლობაში გაუწიოს.

კადიროვის მტკიცებით, ზელენსკისთვის ყველაფერი რამდენიმე დღეში დასრულდება.

შესაბამისი ჩანაწერი მან ტელეგრამზე გამოაქვეყნა.

“წავიკითხე, რომ ზელენსკიმ ათი წლის განმავლობაში ბრძოლის მზაობა გამოთქვა. ჰეი, სულელო, რას ამბობ? ამდენი დრო არ გვაქვს, რამდენიმე დღეში დაგასრულდებთ. მგონი, შიზოფრენია გაქვს! წადი უფროს ძმასთან, ბაიდენთან და ერთმანეთს ხელის ჩამორთმევით მიესალმეთ”, – ამბობს კადიროვი.

CNN-თან საუბარში ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინას შეუძლია, „ათი წელი ებრძოლოს რუსეთს, რათა დაიბრუნოს ის, რაც მისია”. მან დასავლეთს მოუწოდა, დააჩქაროს იარაღის მიწოდება, რომელიც „საჭიროა დღეს ან ხვალ და არა – ორი ან სამი თვის შემდეგ“.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები