შალვა პაპუაშვილი: მინდა, მადლობა გადავუხადო რუსლან სტეფანჩუკს, რომელმაც ნამდვილად დაგვანახა ის სითბო, რომლითაც უკრაინა ელოდა ქართულ დელეგაციას

“მე მინდა, მადლობა გადავუხადო რუსლან სტეფანჩუკს, რომელმაც ნამდვილად დაგვანახა ის მეგობრული სითბო, რომლითაც ის და უკრაინა ელოდა ქართულ დელეგაციას”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უკრაინიდან დაბრუნების შემდგომ, გადაცემაში “იმედი live” საუბრისას განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მას პირადად, ცალკე ჰქონდა სტეფანჩუკთან რადაში საუბარი, შემდეგ – უფრო გაფართოებულ შემადგენლობაში.

“გვქონდა შესაძლებლობა, გვესაუბრა როგორც ჩვენს ურთიერთობებზე, ასევე, ზოგადად, იმ სოლიდარობაზე, რაც იყო ჩვენი ამოცანა, რომ გვეჩვენებინა. აქ მთავარი ამოსავალი წერტილი არის შემდეგი რამ – საქართველო არის განსაკუთრებით მგრძნობიარე, თუკი არის გარკვეული პრეტენზიები, რომლებიც განსაკუთრებით ეხება რუსეთთან საქართველოს მიმართებას. ქვეყანამ 90-იან წლებში ორი ომი გამოიარა, რომელშიც რუსეთი იყო ჩართული. ომი გამოიარა 2008 წელსაც რუსეთის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ჩვენ მიმართ პრეტენზიები და ეჭვები, რომ შეიძლება, იყოს გარკვეული ბალანსი, დათმობა, გვერდითი მოლაპარაკება, რაც სამწუხაროდ გვესმოდა, რა თქმა უნდა, ასეთი ეჭვების მიმართ ვართ განსაკუთრებულად მგრძნობიარეები”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები