თეა წულუკიანი საჩხერის თეატრს ეწვია

 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი, სახელმწიფო რწმუნებულთან იმერეთის მხარეში, ზვიად შალამბერიძესთან, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერთან, ლევან ივანაშვილთან, მერიის წარმომადგენლებთან
და თეატრალური საზოგადოების წევრებთან ერთად საჩხერის კულტურის ცენტრთან არსებულ პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის თეატრს „პაოლო” ესტუმრა. ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საჩხერეში ვიზიტის ფარგლებში, თეა წულუკიანმა თეატრის ხელმძღვანელობასთან და თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

“შეხვედრის ფარგლებში ასევე ისაუბრეს
თეატრის კანონში ცვლილებებთან მიმართებაში სახალხო თეატრების სტატუსის განსაზღვრის თაობაზე. როგორც ცნობილია, კულტურის სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა კულტურის კოდექსის პროექტის შემუშავებაზე.

შეხვედრის შემდეგ მინისტრი საჩხერის თეატრის მსახიობების მონაწილეობით გამართულ სპექტაკლს „ფუტურო ადამიანები” დაესწრო. სპექტაკლი საჩხერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა გიორგი მეტონიძემ დადგა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები