ხობში, მდინარეში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

 

ხობში, მდინარეში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მას მაშველები ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

ახლობლების ინფორმაციით, მამაკაცი ტივით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას, ტივი გადაუბრუნდა და წყალში ჩავარდა. ცხედარი უკვე იდენტიფიცირებულია და მას ქუთაისში, ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ. გარდაცვლილი წალენჯიხის, სოფელ საჩინოს მკვიდრია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები