“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიზიტი შედგა. მე მინდა თითოეულ დეპუტატს, რომელიც ამ დელეგაციაშია, მათი ხელმძღვანელის ბატონი შალვას მეთაურობით, ვუთხრა მადლობა ამ ნაბიჯისთვის და რა თქმა უნდა ველოდებით მათ მშვიდობიან დაბრუნებას”, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
წულუკიანის თქმით, მას სჯერა, რომ პარლამენტის დელეგაციის უკრაინაში ვიზიტი ორ ხალხს შორის ტრადიციულ მეგობრობას კიდევ უფრო გაამყარებს.
„მჯერა, რომ ეს ვიზიტი ჩვენი მხრიდან კიდევ ერთი გადადგმული არამხოლოდ მეგობრული ნაბიჯი იქნება, არამედ ვიზიტი, რომელიც უფრო გაამყარებს ორ ხალხს შორის ტრადიციულ მეგობრობას, რომელსაც ვერავითარი პოლიტიკა ან პოლიტიკური სხვადასხვა პოზიციები ვერ დააზიანებს“, – აღნიშნა წულუკიანმა.