საქართველოში კოვიდინფიცირების 222 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 პაციენტი – 16 აპრილის კოვიდსტატისტიკა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 703 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 791 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 912 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 222 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 652 929.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.98%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.5% ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.25%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 346 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 633 684.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 789 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 222 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 119 შემთხვევა, აჭარა – 5, იმერეთი – 27, ქვემო ქართლი -13, შიდა ქართლი – 15, გურია – 14, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 8, კახეთი – 14, მცხეთა-მთიანეთი -0, სამცხე-ჯავახეთი – 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 2 430 საიდანაც, 342 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 183, აჭარაში – 18, იმერეთში – 72. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 76 პირი, მათ შორის, თბილისში – 46, აჭარაში – 13, იმერეთში – 7. 2 088 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.