ესტონეთში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ ოქროს მედალი მოიპოვეს

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატში, ქართველმა მოციგურავეებმა, ლუკა ბერულავამ და კარინა საფინამ ოქროს მედალი მოიპოვეს.

მოკლე და თავისუფალი პროგრამების ჯამში ქართველმა წყვილმა 188,12 ქულა დააგროვა.

მეორე ადგილი ავსტრალიელებმა (169,91 ქულა), მესამე კი კანადელებმა (156,80 ქულა) დაიკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები