ეროვნულ სასახლესა და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება

15 აპრილს, 13-00 სათზე, ეროვნულ სასახლესა და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება, რომელსაც ხელს მოაწერენ სასახლის დირექტორი თიკა რუხაძე და კონსერვატორიის რექტორი ნანა შარიქაძე.

ეროვნული სასახლის ცნობით, მემორანდუმის ფარგლებში მხარეები თანხმდებიან წარმართონ საკუთარი საქმიანობა ურთიერთთანამშრომლობის, პარტნიორობისა და ერთმანეთის საქმიანობისადმი ხელშეწყობის პრინციპზე.

მათივე ინფორმაციით, მემორანდუმის მიზნებს წარმოადგენს: კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების და პროგრამების განხორციელების პროცესში მოსწავლე-ახალგაზრდების, სტუდენტების აქტიურად ჩართვის უზრუნველყოფა და ერთობლივი საქმიანობა შემოქმედებით სფეროში. ასევე მონაწილეობის მიღება სამუშაო შეხვედრებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები