აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისი-ბათუმისა და თბილისი-ფოთის მიმართულებით დამატებითი მატარებლები ინიშნება

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისი-ბათუმისა და თბილისი-ფოთის მიმართულებით დამატებითი მატარებლები ინიშნება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

“ძვირფასო მგზავრებო! აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 21, 22, 23, 24 და 25 აპრილს თბილისი – ფოთი – თბილისის და 22, 23, 24 და 25 აპრილს თბილისი – ბათუმი – თბილისის მიმართულებით საქართველოს რკინიგზა დამატებით რეისებს ნიშნავს: მატარებლის მოძრაობის განრიგი იხილეთ თანდართულ ცხრილში; ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge/
ასევე, სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში, საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით,” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები