მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საფინა-ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამით პირველ ადგილზეა
ესტონეთში ახალგაზრდებს შორის ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა წყვილმა კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ მოკლე პროგრამაში 67.77 ქულა აიღეს და ათეულის სათავეში მოექცნენ.
მეორე-მესამე ადგილებს ანასტასია გოლუბევა, ჰეკტორ გიოტოპულოსი მური (ავსტრალია, 61.72) და ანასტასია სმირნოვა, დანილო სიანიცია (აშშ, 60.38) იყოფენ.
ამ სახეობაში მედალოსანთა ვინაობა დღეს გახდება ცნობილი.
ცნობისთვის, საფინა და ბერულავა უფროსების მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებში მეოთხე ადგილზე გავიდნენ, ხოლო პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე მეცხრე შედეგი აჩვენეს.