დავით მათიკაშვილი: გვაქვს იმის იმედი, რომ კეთილგონიერება გაიმარჯვებს და, რეალურად, საქართველო გამოხატავს ერთიან პოზიციას

 

“გვაქვს იმის იმედი, რომ კეთილგონიერება გაიმარჯვებს და, რეალურად, საქართველო გამოხატავს ერთიან პოზიციას, ეს არ იქნება განცალკევებული და არ იქნება რამდენიმე დელეგაცია წარმოდგენილი”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტიდან მიემგზავრება დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე უხელმძღვანელებს.

„ბიუროს სხდომა პარლამენტის თავმჯდომარემ სწორედ ამ განცხადებით გახსნა. როგორც მოგეხსენებათ, შედგა კომუნიკაცია უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარესა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შორის. ძალიან ბევრი საკითხი იქნა განხილული და პოზიციები შეჯერებული. პარლამენტიდან მიემგზავრება დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე უხელმძღვანელებს, რათა საქართველოს პარლამენტმა გამოხატოს სამძიმარი და თანადგომა ჩვენი უკრაინელი მეგობრებისა და სტრატეგიული პარტნიორების მიმართ. შემოთავაზება არსებობს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მხრიდან. მამუკა მდინარაძემ ყველა პოლიტიკურ ძალას შესთავაზა, გამოეყოთ თითო წარმომადგენელი, რათა შევსებულიყო ჯგუფი და პარლამენტს მთლიანად მოეცვა ყველა პოლიტიკური ძალა, პოლიტიკური სპექტრი. სამწუხაროდ, ჩანს ის, რაც არაერთგზის გვითქვამს, რომ პოლიტიკურ სპექტრში, ოპოზიციაში არსებობს ისეთი ძალა, რომლის განცხადება და რეალური სახე არის აბსოლუტურად განსხვავებული ერთმანეთისგან. ისინი განცხადებებს პიარული სიკეთისთვის იყენებენ, ხოლო რეალურად, სამწუხაროდ, მეხუთე კოლონის საქმეს აკეთებენ.

ჩვენ მაინც გამოვთქვამთ სურვილს და გვაქვს იმის იმედი, რომ კეთილგონიერება გაიმარჯვებს და რეალურად საქართველო გამოხატავს ერთიან პოზიციას, ეს არ იქნება განცალკევებული და არ იქნება რამდენიმე დელეგაცია წარმოდგენილი. აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდება და დაფიქსირდება რეალურად, როგორ დესტრუქციულ ძალას წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები