მამუკა მდინარაძე – ვიმედოვნებთ, რომ ოპოზიცია შეძლებს ერთმანეთში შეთანხმებას, რათა სამი ოპოზიციონერი დეპუტატი ჩაერთოს დელეგაციაში

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ისინი შეძლებენ ერთმანეთში შეთანხმებას, რომ სამი ოპოზიციონერი დეპუტატი საქართველოს პარლამენტიდან  ჩაერთოს ამ დელეგაციაში, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, წარმოუდგენელი და არასერიოზულია, როდესაც ომშ ჩართულ ქვეყანაში 25-კაციანი დელეგაცია იყოს შერჩეული.

„ჩვენ ველოდებით პარლამენტის თავმჯდომარის და ჩვენი გუნდის შეთავაზებაზე პასუხს, რადგან როდესაც მეორეხარისხოვან თემაზე გადატანა ხდება აქცენტების, ეს არ არის კარგი. ღიად არის დარჩენილი საკითხი, რომ შეარჩიონ სამი ადამიანი, რომელიც იქნება დელეგაციის წევრი პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, რათა დააფიქსირონ საკუთარი სოლიდარობა.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ისინი შეძლებენ ერთმანეთში შეთანხმებას, რომ სამი ოპოზიციონერი დეპუტატი საქართველოს პარლამენტიდან  ჩაერთოს ამ დელეგაციაში. ეს არის ოპტიმალური შემადგენლობა. წასვლა უნდა ყველას. საქართველოს პარლამენტში შეიძლება ვერ მოძებნოთ დეპუტატი, რომელსაც არ უნდოდეს წასვლა დღეს სოლიდარობის გამოსახატად უკრაინაში. შესაბამისად, რაღაც კრიტერიუმით უნდა იხელმძღვანელო. თუ ისინი ამ ბავშვური არგუმენტის გამო, „მეც მინდა, მეც მინდათი“ გააფუჭებენ ამ თემას, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ დამაზიანებელი. ამასობაში არის ლოგისტიკური და უსაფრთხოების საკითხები. როგორ წარმოგიდგენიათ, ომში არსებულ და ომში ჩართულ ქვეყანასთან, რომელსაც რუსეთი თავს ესხმის და არის ყოველდღიური დაბომბვები, აქ 25-კაციანი დელეგაცია იყოს „არა მეც მინდა და არა მეც მინდა“ პრინციპით შერჩეული? წარმოუდგენელი და არასერიოზულია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები