შალვა პაპუაშვილი – მე შევთავაზე თანაბარი თანაფარდობა, 3 მმართველი გუნდი და 3 ოპოზიცია, რასაც ისინი არ იზიარებენ

“დელეგაციაზე შეთავაზება გვქონდა, ისევე როგორც სხვა დროს ხდება, იყვნენ წარმოდგენილი უმრავლესობის წევრები და ასევე თანაბარი რაოდენობით იყვნენ ოპოზიციიდან, სამი იყოს უმრავლესობიდან, სამი ოპოზიციიდან, სამწუხაროდ, ამას ოპოზიცია არ იზიარებს. მე ჩემი შეთავაზება მქონდა”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა უკრაინაში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, შიდა პოლიტიკური თემები, როგორც ჩანს, სჭარბობს იმ მთავარს, რასაც ჰქვია სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ.

„რაც შეეხება ვიზიტს, დიდი ალბათობით, მიმდინარე კვირას განხორციელდება, იცით, რომ ჩვენ შეთანხმება გვაქვს უკრაინის რადას თავმჯდომარესთან. ეს გახლავთ პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი, რომელიც, როგორც სხვა შემთხვევებში, არის საპარლამენტო დელეგაციასთან ერად და ამ შემთხვევაში, მე შევთავაზე ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ მათ წევრებიც იყვნენ საპარლამენტო ჯგუფში.

სოლიდარობის გამოცხადება, საქართველოს პარლამენტის ბევრ წევრს უნდა. დელეგაციაზე შეთავაზება გვქონდა, ისევე როგორც სხვა დროს ხდება, იყვნენ წარმოდგენილი უმრავლესობის წევრები და ასევე თანაბარი რაოდენობით იყვნენ ოპოზიციიდან, სამი იყოს უმრავლესობიდან, სამი ოპოზიციიდან, სამწუხაროდ, ამას ოპოზიცია არ იზიარებს. მე ჩემი შეთავაზება მქონდა. მთავარია, დელეგაცია შედგეს. სამწუხაროა, რომ შიდა პოლიტიკური თემები, როგორც ჩანს, სჭარბობს ხოლმე იმ მთავარს, რასაც ჰქვია სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ.

ჩვენ იქ მივემგზავრებით, რათა ვაჩვენოთ ადამიანებს სოლიდარობა, გავიზიაროთ მათი წუხილი და ეს არ უნდა იყოს დაკავშირებული შიდაპოლიტიკურ სიჭრელესთან, თუ მრავალფეროვნებასთან. სწორედ ეს გახლავთ მიზეზი, მიზანი ამ ვიზიტისა და ეს გახლავთ პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი დელეგაციასთან ერთად, სადაც განსხვავებით სხვა დელეგაციებისგან, როდესაც ხდება ხოლმე, იქ არის ოპოზიციის წარმომადგენელი, მე შევთავაზე თანაბარი თანაფარდობა, რომ სამი ყოფილიყო უმრავლესობის, სამი ოპოზიციის მხრიდან, მაგრამ ამ შეთავაზებას არ იზიარებენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები