დავით მათიკაშვილი: ეს ვიზიტი იქნება კიდევ ერთხელ მკაფიო დასტური ქართული მხარის, საქართველოს ურყევი მხარდაჭერისა ჩვენი უკრაინელი მეგობრების მიმართ

“მოხარული ვართ, რომ გარკვეული გაუგებრობები ცალკეულ საკითხებთან მიმართებით ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან და კოლეგებთან მეტნაკლებად გარკვეულია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მხრიდან დელეგაციის უკრაინაში ჩასვლა მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დადასტურება იქნება.

„მოხარული ვართ, რომ გარკვეული გაუგებრობები ცალკეულ საკითხებთან მიმართებით ჩვენს უკრაინელ მეგობრებსა და კოლეგებთან მეტნაკლებად გარკვეულია და ეს ვიზიტი, რომელიც სამძიმარს და ჩვენი ქვეყნის თანადგომას გულისხმობს უკრაინელი მეგობრებისა და სტრატეგიული პარტნიორების მიმართ, რა თქმა უნდა, განხორციელდება. ეს ვიზიტი იქნება კიდევ ერთხელ მკაფიო დასტური ქართული მხარის, საქართველოს ურყევი მხარდაჭერისა ჩვენი უკრაინელი მეგობრების მიმართ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები