პაპუაშვილი: უკრაინაში ვიზიტისთვის დავაკომპლექტებ ჯგუფს, რომელიც იქნება ინტერპარტიული

მექნება შეხვედრა სხვადასხვა ფრაქციის წარმომადგენლებთან, ამ ვიზიტისთვის დავაკომპლექტებ ჯგუფს, რომელიც იქნება ინტერპარტიული იმისთვის, რომ სხვადასხვა ფრაქციები იყვნენ წარმოდგენილი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უკრაინაში გასამგზავრებელ დელეგაციაზე საუბრისას განაცხადა.

„გვესმის, რომ უკრაინაში ომია და ვიზიტის ფორმატი არის სხვაგვარი. შესაბამისად, დელეგაციების ვიზიტი არის მოკლევადიანი და შემჭიდროებული, მე ეს ჩემს უკრაინელ კოლეგასაც ვუთხარი. დღეს მექნება შეხვედრა სხვადასხვა ფრაქციის წარმომადგენლებთან, ამ ვიზიტისთვის დავაკომპლექტებ ჯგუფს, რომელიც იქნება ინტერპარტიული იმისთვის, რომ სხვადასხვა ფრაქციები იყვნენ წარმოდგენილი. მაქვს გარკვეული მოსაზრებები. ხომ არ შეიძლება, რომ ფორმას მივანიჭოთ მნიშვნელობა და შინაარსი გამოვაცალოთ?! მთავარია, რომ ეს იქნება პარლამენტის თავმჯდომარის და შესაბამისად, მაღალი დონის ვიზიტი, თუმცა, უკრაინაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, დროში და ფორმატში შემჭიდროებული იქნება. ეს იქნება ჩვენი სოლიდარობის ადგილზე გამოცხადება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები