შალვა პაპუაშვილი: უკრაინის რადას თავმჯდომარესთან შევთანხმდი, რომ უკრაინაში რაც შეიძლება მალე შევხვდებით

„შევთანხმდით, რომ შევხვდებით უკრაინაში რაც შეიძლება მალე, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ საქართველოს სოლიდარობა მამაცი უკრაინელი ერის წინაშე“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

„გულთბილი საუბარი შედგა უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარესთან, რუსლან სტეფანჩუკთან. განვიხილეთ საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული ურთიერთობები“, – ნათქვამია შალვა პაპუაშვილის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები