16 და 17 აპრილს თბილისი-ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი იმოძრავებს

16 და 17 აპრილს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებელი იმოძრავებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.

„გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 16 და 17 აპრილს ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს. მატარებლის მოძრაობის განრიგი იხილეთ თანდართულ ცხრილში“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები