საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების, ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენებისა და საბაჟო წესის დარღვევის ფაქტზე ორი პირი დააკავა

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების, ჯგუფურად ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადება-გამოყენებისა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ უკანონო მატერიალური სარგებლის მიღებისა და საბაჟო მოსაკრებლისგან თავის არიდების მიზნით, 2019-2021 წლებში, ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ საზღვარგარეთიდან საქართველოში ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით შემოყვანილ იქნა 325 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლებიც შემდგომში, ნაცვლად ქვეყნიდან გაყვანისა, განბაჟების გარეშე დაშლილ და რეალიზებულ იქნა ნაწილებად, რითიც სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა ზიანი ჯამში 1 474 921.10 ლარის ოდენობით.

“გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3, 210-ე მუხლის მე-2 და 214-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15 წლამდე ვადით.

გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები ზემოხსენებული დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები