მიხაილო პოდოლიაკი – რუსეთთან მოლაპარაკებები უკიდურესად რთულია, მაგრამ გრძელდება
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები უკიდურესად რთულია, თუმცა მაინც გრძელდება.
მისი თქმით, უკრაინის დელეგაცია მუშაობს მხოლოდ პროუკრაინულ და გამჭვირვალე ჩარჩოში.
„მოლაპარაკებები უკიდურესად რთულია. ვმუშაობთ ონლაინ ჯგუფებში. მაგრამ ის გრძელდება. ნათელია, რომ ახლა მოლაპარაკებების პროცესში ემოციური ფონი მძიმეა. ასევე აშკარაა, რომ უკრაინის დელეგაცია მუშაობს მხოლოდ პროუკრაინულ და გამჭვირვალე ჩარჩოში. ასევე ცხადია, რუსული მხარე მისდევს მოლაპარაკებების პროცესზე ზეწოლის ტრადიციულ ტაქტიკას, მათ შორის გარკვეული საჯარო განცხადებებით“, – განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა.
შეგახსენებთ, რომ კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა დღეს განაცხადა, რომ უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.