როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

 

ხვალ, 13 აპრილს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში წვიმაა მოსალოდნელი,- ამის შესახებ “კვირას” გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, მთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვლჭყაპი, ზოგან კი დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს.

“დედაქალაქში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ნავარაუდევია ქარიც. რაც შეეხება 14-15 აპრილს დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი. დასავლეთში იქნება 14-17 გრადუსი, აღმოსავლეთში კი 15-17 გრადუსი. უნდა აღინიშნოს, რომ აღმოსავლეთ საქართველოში ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი”,- განაცხადეს გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები