ჯანმო-ს დირექტორი: პანდემია ჯერ კიდევ შორს არის დასრულებამდე

epa06747281 Tedros Adhanom Ghebreyesus, director general of the World Health Organization (WHO), attends a press conference at the European headquarters of the United Nations in Geneva, Switzerland, 18 May 2018. The WHO Director-General answered questions ahead of the World Health Assembly and following the meeting of an International Health Regulations Emergency Committee on Ebola in the Democratic Republic of the Congo. EPA-EFE/VALENTIN FLAURAUD

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტორი ტედროს ადანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ პანდემია ჯერ კიდევ შორს არის დასრულებამდე.

მისი თქმით, ინფექციის გადაცემა კვლავ ძალიან მაღალია, ვაქცინაცია კი ბევრ ქვეყანაში დაბალია.

„როდესაც ჩვენი უკანასკნელი შეხვედრა იანვარში დაიწყო, ინფექციების და სიკვდილიანობის ახალი ტალღა იწყებოდა, რომლის მამოძრავებელიც Omicron ვარიანტი იყო.

სასიამოვნოა ახლა სიკვდილიანობის დაღმავალი ტენდენციის დანახვა, რომელიც გასულ კვირას ბოლო ორ წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი იყო, მაგრამ პანდემია ჯერ კიდევ შორს არის დასრულებამდე.

ინფექციის გადაცემა კვლავ ძალიან მაღალია, ვაქცინაცია კი ძალიან ბევრ ქვეყანაში დაბალია. საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური ზომების შემსუბუქება საშუალებას იძლევა გაგრძელდეს ინფექციის გადაცემა, რაც ქმნის ახალი ვარიანტების გაჩენის რისკს“, – განაცხადა ჯანმო-ს დირექტორმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები